ყოველთვის საინტერესოა პიარის ძირითადი სამუშაოს აღწერა და მისი გაანალიზება. როგორ იწყება, გრძელდება და მთავრდება პიარის სამუშაო? საინტერესოა, რატომ გავს პიარის და ექიმის სამუშაო ერთმანეთს?
უნდა აღინიშნოს, რომ ექიმთან მანამ უნდა მივიდეთ, სანამ რაიმე აგვტკივდება და შეგვაწუხებს. პიარის შემთხვევაშიც ასეა, მანამ უნდა დაიწყოს პიარმა მუშაობა, სანამ ინფორმაციული კრიზისი ან შელახული იმიჯი ექნება კომპანიას თუ პიროვნებას. შევთანხმდეთ, რომ როგორც ექიმთან, ასევე პიართან პროფილაქტიკის მიზნით სიარული ძალიან მცირე ნაწილს სურს.
მოდით, აღვწეროთ რა მსგავსებაა პიარსა და ექიმს შორის:
პირველი ნაბიჯი, რასაც ექიმი აკეთებს, პაირის მსგავსად, ატარებს კვლევას. მხოლოდ დილეტანტი და არაპროფესიონალი ექიმები და პიარ სპეციალისტები გასცემენ ლუმინალის მაგვარ უნივერსალურ რეცეპტებს კვლევის და შესწავლის გარეშე.
კვლევაზე დაყრდნობით ექიმი წერს რეცეპტს, რომელიც დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე იქცევა პიარ სპეციალისტიც, კვლევებზე დაყრდნობით აძლევს კლიენტს გეგმას, სტრატეგიას. პროფესიონალი ექიმები და პიარ სპეციალისტები მრავალმხრივ რეცეპტს წერენ, როგორც მედიკამენტებით, ასევე ზოგადად გარემოს კუთხით, ამ რეცეპტზე და მის შესრულებაზეა დამოკიდებული პაციენტის (კლიენტის) წარმატება (გამოჯანმრთელება).
ექიმი შემდეგი ნაბიჯით თვალყურს ადევენებს პროცესის მიმდინარეობას, თუ რეცეპტი სამ კვირიანია, კვირაში ერთხელ სთხოვს პაციენტს ექიმთან კონსულტაციაზე მისვლას. ასევეა პიარი, რომელიც დაგეგმილ დროში გადანაწილებული კომპონენტების განხორციელებას აკვირდება და აკონტროლებს, ამ ვითარებაში მთავარი სიტყვები თანმიმდევრობა და რეგულარობაა. წამალი მაშინ არის ეფექტური თუ სწორად იცი მისი მოხმარების წესები, რამდენი ხანი უნდა მიიღო ის და იცოდე რა უკუჩვენებები გააჩნია მას. იგივე ტექნიკა მოქმედებს პიარშიც, უნდა მიყვე დაგეგმილ სტრატეგიას, პიარ გეგმას.
ექიმი ასრულებს სამკურნალო კურს და აანალიზებს შესრულებულ სამუშაოს, რამდენად კარგად იმოქმედა წამლებმა პაციენტზე და სთხოვს გამოჯანმრთელებულ პაციენტს ხშირად იაროს მასთან და უნიშნავს ვიტამინს. პიარის შემთხვევაში, პიარი ზომავს და აფასებს კომპანიისთვის შეთავაზებული გეგმის, სტრატეგიის ეფექტურობას და სახავს სამომავლო გეგმებს, ასევე უწევს პერმანენტულ კონსულტაციას, რომელიც ვიტამინის ეფექტს ასრულებს.
ასეთი არის ექიმის და პიარის სამუშაო, რომელიც უოპერაციოდ გვარდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც პაციენტი ან კომპანია არ ირჩევს ამ გზას და მისთვის ეფექტური ოპერიაციის აუცილებლობაა, რომელიც, რა თქმა უნდა, უფრო რთული შემთხვევაა.
პიარ სპეციალისტის და ექიმის შემთხვევაში ნდობაა მთავარი, რომელიც ხანგრძლივ სწავლასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება.
როგორც ექიმებს აქვთ ჰიპოკრატეს ფიცი, პაირ სპეციალისტებიც უნდა მოქმედებდნენ კლიენტის მომსახურების დროს ეთიკის პრინციპების დაცვით.