• +(995) 558 44 55 66
  • 5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ პიარის შესახებ!

    5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ პიარის შესახებ!

    Robert Wynne-ის ბლოგიდან:

    ძალიან ცოტა ადამინმა თუ იცის რეალურად რას აკეთებს პიარ სპეციალისტი. თუ პოლიციელი ან ინსტრუქტორი ხარ, ნათელია შენი საქმიანობა. მაგრამ პიარის შემთხვევაში, საქმე რთულად არის.

    მათ, ვისაც გსურთ აუხსნათ ბებია-ბაბუებს, შემთხვევით შემხვედრს თუ მეგობრებს, რას ნიშნავს პიარი, გთავაზობთ 5 ძირითად საკითხს, რაც ყველამ უნდა იცოდეს პიარის შესახებ.

    1. რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა?

    პიარი ეს არის დარწმუნების ბიზნესი. ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ ჩვენი აუდიტორია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს პოზიციას და აღიარონ ჩვენი მიღწევები და  წარმატებები.

    პიარ სპეციალისტები არიან ამბის მთხრობელები.

    კარგი პიარ პრაქტიკოსი კარგად აანალიზებს ორგანიზაციას, პოულობს პოზიტიურ მესიჯს და ამ მესიჯს პოზიტიურ ისტორიად აქცევს.

    ჩვენი ინსტრუმენტებია:

    • პრესრელიზების წერა და გავრცელება;
    • საჯარო სიტყვის წერა;
    • მოკლე ინფორმაციების წერა ორგანიზაციის შესახებ და ჟურნალისტებთან გავრცელება;
    • სპეციალური ივენთების შექმნა მედიასთან ურთიერთობის დასამყარებლად;
    • ბაზრის კვლევის ჩატარება ორგანიზაციის მესიჯის შესაქმნელად;
    • ბიზნეს კონტაქტების გაზრდა ღონისძიებებზე დასწრებითა და ივენთების სპონსორობით;
    • წერა და ბლოგინგი;
    • კრიზისული სიტუაციების მართვა;
    • სოციალური მედიის მართვა და უარყოფით კომენტარებზე პასუხის გაცემა.
    1. რითი განსხვავდება პიარი რეკლამისგან?

    ეს არის:  უფასო VS ფასიანი, დამაჯერებელი VS სკეპტიკური. ძველი გამონათქვამია: „რეკლამა ეს არის – რისთვისაც ვიხდით, ფაბლისითი – რისთვისაც ვლოცულობთ.”

    რეკლამა არის ფასიანი მედია, საზოგადოებასთან ურთიერთობა კი გამოიმუშავებს მედიას.

    3.რა არის ნიუსი?

    სანამ დაიქირავებთ პიარ სააგენტოს ან დაიწყებთ რაიმე კამპანიას, მნიშვნელოვანია გაიზაროთ რას ნიშნავს ნიუსი. არსებობს 2 გზა: 1. შექმნა ნიუსი 2. მიყვე ნიუსს.

    სანამ უპასუხებთ თქვენი ბოსის მოთხოვნას „ჩამისვი ნიუსი ნიუ-იორკ თაიმსის პირველ გვერდზე“ და სანამ გააგზავნი ინფორმაციას მედიაში იმიტომ, რომ თქვენს ბოსს ასე უნდა,  გახსოვდეთ ჟურნალისტები და ბლოგერები არ არიან სტენოგრაფისტები.

    ისინი გკითხავენ რა არის საინტერესო მათთვის და მათი აუდიტორიისთვის.

    1. შეძლებს თუ არა სოციალური მედია ტრადიციული მედიის ჩანაცვლებას?

    არა! იზრდება აღქმა, რომ ბლოგ პოსტი ან Twitter  სტატუსი არის საკმარისი, ვიდრე კარგი გამონათქვამი ნიუ-იორკ თაიმსში.

    ნუ მოტყუვდებით. სოციალური მედია შეიძლება იყოს დამატებითი სერვისი, რომელიც აძლიერებს პიარს.

    1. შეგვიძლია გავზომოთ პიარი?

    შესაძლებელია.

    თუმცა, ეს არ არის ზუსტი მეცნიერება. არსებობენ ადამიანები და კომპანიები, რომლებმაც შექმნეს შეფასების სხვადასხვა მოდელები და ცხრილები. არსებობს პიარის ბარსელონას პრინციპი, რომელიც შედგება 7 სახის გაიდლაინისგან პიარ კამპანიების გასაზომად.

    გაზომვა და შეფასება ამ პრინციპების მიხედვით საკმაოდ გრძელვადიანი და ძვირი პროცესია. ხშირ შემთხევავაში დაგჭირდებათ გარე კომპანიის დაქირავება. მაგრამ ღირს შემდეგში შეცდომების გასათვალსწინებლად. მსგავსი პრინციპები აძლიერებს პიარის გააზრებასა და ღირებულების გაგებას. ეს კარგია.