• +(995) 558 44 55 66
  • მედიარელიზის ახალი სტანდარტები

    მედიარელიზის ახალი სტანდარტები

    ბოლო პერიოდში სამწუხარო რეალობას გავუსწორე თვალი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პიარ პრაქტიკა ვითარდება, ძალიან ბევრი პრაქტიკოსი (რა თქმა უნდა, არა ყველა) მედიასთან ურთიერთობების პროცესში საერთოდ არ (ან ნაწილობრივ) იყენებს პრესრელიზებს, როგორც მედიასთან ურთიერთობების ყველაზე გავრცელებულ ფორმას. საქმე ისაა, რომ სანამ ქართულ პიარ პრაქტიკაში პრესრელიზების ტრადიციული პრაქტიკის გამოყენება დამკვიდრდება, დასავლური პრაქტიკა პრესრელიზების მომზადების და გავრცელების ახალ ფორმებს ნერგავს.

    და რაში გამოიხატება პრესრელიზების მომზადების და გავრცელების ახალი ფორმები? ინტერნეტმა და ახალმა ციფრულმა ტექნოლოგიებმა შეცვალა კომუნიკაციის პროცესი. თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეცვალეს ინფორმაციის შექმნის, გავრცელების, გამოსახულების და შენახვის მეთოდები.

    პრესრელიზის ძველი წესები:

    ადრე, სანამ ინტერნეტი თანამედროვე ფუნქციას შეიძენდა, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ პრესრელიზის ადრესატი მხოლოდ ტრადიციული მედია იყო, რომელსაც შეეძლო დაეწერა ან არ დაეწერა სტატია თქვენზე, თქვენივე პრესრელიზზე დაყრდნობით.

    • ადრე, ვერავინ ხედავდა პრესრელიზს და მის შინარს გარდა ჟურნალისტისა ან რედაქტორისა, რომლებიც თქვენი პირდაპირი ადრესატები იყვნენ;
    • თქვენ აუცილებლად უნდა გქონოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ პრესრელიზი დაგეწერათ;
    • პრესრელიზსში უნდა ყოფილიყო კომენტარები;
    • თქვენი მომხმარებლები და პარტნიორები პრესრელიზის შინაარს გაიგებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედია მას დაბეჭდვავდა ან გააშუქებდა;
    • შედეგის გაზომვა შეიძლებოდა მხოლოდ მედიის მიერ გამოქვეყნებული სტატიების კლიპინგით.

    პრესრელიზის ახალი წესები:

    თქვენი პირველადი აუდიტორია აღარ არის მხოლოდ მედია – თქვენი აუდიტორია ათი ათასობით ადამიანია (მყიდველები, პარტნიორები, პოტენციური მყიდველები, ა.შ.), რომლებსაც აქვთ კავშირი ინტერნეტთან.

    • ამზადეთ და აგზავნეთ პრესრელიზი მუდმივად და ნუ დაელოდებით ”დიდ მოვლენას”;
    • მოამზადეთ პრესრელიზები არამხოლოდ მედიისთვის, არამედ თქვენი მიზნობრივი ჯგუფებისთვის (საზოგადოებისთვის);
    • პრესრელიზის შინაარსში შესაძლებელია გამოიყენოთ ლინკები, სხვა სასარგებლო ინფორმაციებზე გადასასვლელად;
    • ოპტიმიზაცია გაუკეთეთ თქვენს პრესრელიზებს, რომ ისინი ადვილად მოხვდნენ მიზნობრივი აუდიტორიის წრეში და ადვილად მოიძიონ საძიებო სისტემებში.

     

    დიდი სიახლე კარგია, მაგრამ ნუ დაელოდებით მხოლოდ მას. დაწერეთ ყველაფერზე რასაც თქვენი ორგანიზაცია ყოველდღიურად აკეთებს!

    • დაწერეთ თუ თქვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი სიტყვით კონფერენციაზე გამოდის;
    • დაწერეთ თუ თქვენმა ორგანიზაციამ რაიმე სახის ჯილდო მიიღო;
    • დაწერეთ თუ გადაჭერით მნიშვნელოვანი პრობლემა;
    • დაწერეთ თუ თქვენი ორგანიზაციის რიგები გაიზარდა;
    • დაწერეთ თუ თქვენ ახალ თანამშრომლებს იღებთ და ასაქმებთ;
    • დაწერეთ თუ თქვენ ამყარებთ საერთაშორისო კონტაქტებს და ა.შ……..

    სამწუხაროდ, ბევრი ორგანიზაციის პიარ მენეჯერი ფიქრობს, რომ მის ორგანიზაციაში სიახლე ძალიან იშვიათად ხდება. არადა, ეს ძალიან მცდარი შეხედულებაა. თუ კარგად დავაკვირდებით, განსაკუთრებით დიდ ორგანიზაციებში, მათი მიზნობრივი ჯგუფებისთვის იმდენი საინტერესო მოვლენა ხდება, რომ ისინი აუცილებლად უნდა გარდაისახონ ორგანიზაციის სიახლეებად!

    ავტორი: ბერდია ნაცვლიშვილი