შენ გჭირდება სააგენტო, რომელიც:
1. ფლობს პროცესს – სააგენტო, რომელიც არასდროს გეტყვის: „ჩვენ გამოგიზგავნეთ გაიდლაინები და პასუხი არ მიგვიღია“.
2. მიმწოლი – შენ ქირაობ სააგენტოს მისი ექსპერტული აზრის გამო, ასე რომ იპოვეთ ისეთი სააგენტო, რომელიც მოგაწვდით რეკომენდაციებს.
3. იცის, როდის დათმოს – არის შემთხვევები, როდესაც კომპანიის სხვა მიზნები, როგორიცაა გაყიდვების კამპანია, ხდება უპირატესი, ვიდრე პიარი. შენმა პიარ სააგენტომ უნდა დათმოს, მაშინ როდესაც პიარი იმ მოცემულ მომენტში არ არის პრიორიტეტი.
4. შემსრულებელია – მხოლოდ კლიენტს აქვს იმის ფუფუნება, რომ დასვას უამრავი შეკითხვა, კარგმა პიარ სააგენტომ კი ყოველთის იცის, რომ სწორი პასუხი არჩევანის შეთავაზებაა.
5. გაოცებს მოულოდნელი და კრეატიული იდეებით – პიარ კომპანიამ პიარ გეგმაში უნდა შემოიტანოს მოულოდნელი და კრეატიული იდეები.
6. უშვებს შეცდომებს – თუ შენი სააგენტო ყოველთვის მართალია, ე.ი არსებობს პრობლემები. უთხარით ყველაფერი სამართლიანად და დროულად.
7. ბიძგის მიცემა – იპოვე სააგენტო, რომელიც გიბიძგებს გააქტიურებისკენ და გამოაცოცხლებს შენს კომპანიას.
8. წერს კარგად –მედია რელიზების მხოლოდ ადეკვატურად წერა უკვე აღარ არის საკმარისი. შენ გჭირდება სააგენტო, რომელიც გაფილტრავს უამრავ ინფორმაციას და დაინახავს საინტერესო კუთხიდან.
9. გისმენს ყურადღებით – პიარ სპეციალისტები საუბრის მოყვარულნი არიან, თუმცა, ასევე აუცილებელია, რომ მოსმენა შეეძლოთ.
10. ხაზგასმა – შენ გჭირდება პიარ სააგენტო, რომელსაც შეუძლია წარმოიდგინოს და გაანალიზოს რა ხდება შენს გარშემო.
11. ნავიგაცია (მართვა) – შენ გჭირდება სააგენტო, რომელსაც ესმის მედია გარემო, რომელ ჟურნალისტებს შეეჯიბროს, რომელი რეპორტიორები ითხოვენ ექსკლუზივს და ა.შ.
12. გამძლე – პიარ სპეციალისტები არიან იმ ორ კომპონენტს შორის, რომელთა მიზნები ყოველთვის არ იკვეთება: მედია და ჩვენი კლიენტები. საერთო აზრის პოვნა, რაც საბოლოოდ წარმატებულ შედეგს მოიტანს, ორივესთვის მოითხოვს უთანხმოებასთან გამკლავების უნარს.