• +(995) 558 44 55 66
  • ლატვიის დღეები საქართველოში
    გამოწვევა

    კომუნიკაციური აუდიტიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ლატვიის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია და დაბალი ცნობადობა  არსებობდა.  მედიაში გაშუქებული ინფორმაცია არ ქმნიდა ლატვიის შესახებ დამაჯერებელ სურათს და დადებით იმიჯს, ხოლო ლატვიის ტურისტული, ეკონომიუკური და კულტურული საკითხების შესახებ ქართველების ცოდნა არასაკმარისი იყო.

    იდეა

    დროის სიმცირიდან გამომდინარე, დაიგეგმა თანმიმდევრული და რეგულარული PR & მარკეტინგული კამპანია სახელწოდებით „აღმოაჩინე ლატვია“ .

    კამპანია მოიცავდა სამ ეტაპს:

    1. მოსამზადებელი;
    2. აქტიური;
    3. შენარჩუნება-დასრულება.

    მიზნები

    • ლატვიის პოზიციონირება საზოგადოებაში, როგორც ევროპული წარმატებული ქვეყნის, რომელიც ახლახნას შეუერთდა ევრო ზონას და რომელიც შეიძლება გახდეს საქართველოსთვის მაგალითი;
    • საზოგადოებაში ლატვიის კულტურის, ბიზნეს და საგანმანათლებლო პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
    • ლატვიური პროდუქტების ქართველი მომხმარებლებისთვის გაცნობა;
    • მედიის ცნობიერების დონის ამაღლება ლატვიის შესახებ.

    სტრატეგია

    PR & მარკეტინგული კამპანიის „აღმოაჩინე ლატვია“ ფარგლებში „პერიტუს გრუპი“-ს მიერ არჩეული იყო დიდი მოვლენის სტრატეგია, რაც გულისხმობდა კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიებებისა და კამპანიის მთავარი პერსონების წარმოჩენას.

     

    რეალიზაცია

    პირველ რიგში მოხდა „ლატვიის დღეების“ სახელისა და ლოგოს ტესტირება-ადაპტირება და ადგილობრივი ბაზრისთვის მორგება. შედეგად, კამპანიის სახელწოდება “Taste Latvia” ჩანაცვლდა „აღმოაჩინე ლატვიათი.“

     

    კამპანიის ფარგელბში მომზადდა:

    • საინფორმაციო-საგანმანათლებლო სტატიები ლატვიის კულტურის, ბიზნესისა და განათლების სფეროების შესახებ. აღნიშნული სტატიები განთავსდა ადგილობრივ ქართულ და ინგლისურენოვან გაზეთებში;
    • მომზადდა სპეციალური რუბრიკა წამყვანი გაზეთებისათვის;
    • შეიქმნა სპეციალური რადიო გადაცემა „აღმოაჩინე ლატვია“;
    • ინტერნეტ საიტებზე მომზადდა და განთავსდა თემატური საინფორმაციო-საგანმანათლებლო სტატიები და ინტერვიუები;
    • ხოლო კამპანიის გვერდის შექმნამ სოციალური ქსელში გააადვილა ინფორმაციის გავრცელება და ერთიან სივრცეში თამოყრა.
    • სპეციალურად კამპანიისთვის მომზადებული მასალები – ფოტოები, ვიდეო მასალები და პრეზენტაციები დამატებით საინფორმაციო საგანმანათლებლო ფუნქციას ასრულბდა დაინტერესებული მხარეებისათვის,
    • ღონისძიებების კალენდარი რეგულარულ ინფორმაციას აწვდიდა დაინტერესებულ პირებს „აღმოაჩინე ლატვიას“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შეასხებ.
    • სპეციალურად ქართველი ჟურნალისტებისათვის, ლატვიელმა ცნობილმა მზარეულმა მასტერ–კლასი გამართა ლატვიის სამზარეულოს წარმოსაჩენად.
    • პოპულარულ კულინარიულ შოუებში მიწვეულმა ლატვიელმა მზარეულმა ფართო საზოგადოებასაც გააცნო ლატვიური სამზარეულო – ყველა ტიპის ჩართვასა თუ გადაცემაში ანონსდებოდა ლატვიის დღეებში შემავალი აქტოვობებისა და გზავნილების შესახებ.
    • ყველა ღონისძიებისათვის მომზადდა, როგორც ელექტრონული ისე ვიდეო მედია ანონსები და მედია რელიზები.
    • მომზადდა სარეკლამო რგოლი, რომელიც ორ ცენტრალურ რადიოში გავიდა.

    ასევე დამზადდა  სარეკლამო მასალები:

    • საპრეზენტაციო ბანერები;
    • ფლაერები და ვობლერები;
    • ლატვიური პროდუქტების მარკირება მოხდა სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, რათა მომხმარებლებს მარტივი ყოფილიყო ლატვიური პროდუქტების იდენტიფიცირება.
    • ხოლო ლატვიის პროდუქტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წყაროს გაყიდვების ქსელში ფლაერები წარმოადგენდა.

     

     მთავარი ღონისძიებები:

    • “აღმოაჩინე ლატვია”–ს მთავარი ღონისძიება ლატვიის პრეზიდენტისა და ოფიციალური დელეგაციის სტუმრობა იყო.
    •  საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ორ ქვეყანას შორის გაფორმდა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები და მემორანდუმები.
    • თანამედროვე ლატვიელი დიზაინერების მოდის ჩვენება და მათი უნიკალური ნამუშევრების გამოფენა ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში მოდის ინდუსრტიის მთავარი მოვლენა იყო.
    • ლატვიის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების მრგვალი მაგიდა ქართული უნივერსიტეტებისა და სტუდენტებისათვის ევროპული განათლებისკენ მიმავალი პერსპექტიული მიმართულება აღმოჩნდა.
    შედეგები

    სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო „პერიტუს გრუპმა“ უზრუნველყო აღნიშნული ღონისძიების და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების აქტიური მედია გაშუქება. “აღმოაჩინე ლატვია”–ს პოზიციონირება აქტიურად და ეფექტურად მოხდა მიზნობრივ ჯგუფებში და დაინტერესებულ მხარეებში.

    მედია გაშუქება მოიცავდა:

    67 ონლაინ მედია;

    28 სატელევიზიო გაშუქება;  მათ შორის 4 შოუ;

    12 საგაზეთო სტატია;

    18 რადიო მასალა და აღნიშნული ღონისძიებების ფოტო და ვიდეო მომსახურება.

    სოციალური მედიის გამოხმაურება:  გვერდი მოიწონა 1300 ადამინამა, ორი კვირის განმავლობაში 12000 ადამიანმა ნახა აღმოაჩინე ლატვიას აქტივობები.

    კამპანიის PR ეფექტმა, რაც მიიღო დამკვეთმა, როგორც ტრადიციული ასევე სოციალური მედიიდან  100. 000 დოლარს გადააჭარბა.

    ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დამკვეთის შეფასებაა:

    “2014 წლის ბოლოს, საქართველოში ლატვიის დღეები გაიმართა სახელწოდებით “აღმოაჩინე ლატვია”. ლატვიის განვითარებისა და ინვესტირების სააგენტოსა და სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო “პერიტუს გრუპს” შორის ძალიან წარმატებული თანამშრომლობა შედგა. “პერიტუს გრუპი”–ს გუნდი შემოქმედებითი მიდგომებით, მაღალი პასუხისმგებლობითა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარით ხასიათდება. ნამდვილად შეგიძლიათ დაეყრდნოთ მათ და მათი იმედი გქონდეთ, სიამოვნებით ვიმუშავე მათთან”  – იადვიგა ნეიმანი – ლატვიის ინვესტირებისა და განთვითარების სააგენტო.