საქართველოში წარმოებული თუ იმპორტირებული პროდუქციის (გამაგრილებელი სასმელების) პოპულარიზაცია.
გაიმართა გამაგრილებელი სასმელების მასშტაბური ფესტივალი.
ფესტივალში მონაწილეობდნენ: “ნატახტარი”, “ზედაზენი”, “ყაზბეგი”, “კასტელი”, “კულა”, სანდორა”, “ლივო”, “ჩარგალი”, “სნო” და “საირმე”.
ფესტივალი დატვირთული იყო აქტივობებით, რომელიც მომხმარებელს პროდუქციის შემადგენლობისა და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. მათ შორის, მომხმარებლების ჩართულობით გაიმართა: ფლეშმობი, კონკურსები და გათამაშებები, მოეწყო კონკურსი ჟურნალისტებისთვის.
ორი დღის განმავლობაში ფესტივალი მოინახულა 8000- მდე ადამიანმა;
ფესტივალის აქტივობაში ჩაერთო 500 – მდე მონაწილე;
35- მდე მედია საშუალებამ მოამზადა მასალა ფესტივალის და მონაწილეების შესახებ.
სოციალურ ქსელში ფესტივალს 35000 ადამიანი გამოეხმაურა.