ნინო პერტენავა – სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტია, ფლობს ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრის და მაგისტრის, ასევე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიჯმეიკერის დიპლომს. ნინოს თორმეტწლიანი გამოცდილება აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში. იგი მუშაობდა აშშ ერთ-ერთ წმაყვან PR საგენტო Jackson Spalding -ში (ატლანტა). ნინო კონსულტაციას უწევდა ისეთ კომპანიებს, როგორიც არის: ჯონსონი და ჯონსონი, იოლი ჯგუფი, USAID და ა.შ. ნინოს გავლილი აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის ტრენინგ-კურსები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, იგი არის არაერთი საინტერესო და ინოვაციური პროექტის ავტორი და განმახორციელებელი.
info@peritus.ge